აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უსკომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენის ფორმა დაადგინა
15 ოქტომბერი 2024

15 ოქტომბრის სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე საკითხი განიხილა და ცვლილებები შეიტანა განკარგულებებში საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრების განსაზღვრისა და ზოგიერთი საარჩევნო საბუთის სახეების დადგენის შესახებ. უსკომ განკარგულებით დაადგინა ბიულეტენის ფორმა 2024 წლის 26 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის. საარჩევნო ბიულეტენზე ორი განსხვავებული ფერის სვეტად იქნება დატანილი საარჩევნო სუბიექტები-საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის(მწვანე) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის(ყვითელი).
ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით საარჩევნო ბიულეტენის ორივე სვეტში უნდა გააფერადოს/მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი პარტიის/საარჩევნო სუბიექტის წინ არსებული წრე (წრის შიდა სივრცე)!
თუ ამომრჩეველმა შემთხვევით გააფერადა ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტის წინ არსებული წრე(წრის შიდა სივრცე), მას შეუძლია ბიულეტენის ყუთში მოთავსებამდე მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თხოვნით, რომ გამოცვალოს მის მიერ გაფუჭებული ბიულეტენი მხოლოდ ერთხელ.
ამ წესის დარღვევით შევსებული და ყუთში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენი კანონმდებლობის თანახმად ჩაითვლება ბათილად.
საარჩევნო ბიულეტენის სწორად შევსებაზე პასუხისმგებელია თავად ამომრჩეველი.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016