10 ოქტომბრის სხდომაზე, უსკომ განკარგულებებით დაადგინა 26 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო საბუთის სახეები და ბიულეტენის ტექსტი, ასევე დანიშნა დამკვირვებლები საარჩევნო ბიულეტენების და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესზე დასწრებისათვის.
2024 წლის 26 ოქტომბერს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული ამომრჩეველი ელექტრონული ტექნოლოგიებით ხმის მისაცემად მიიღებს ერთ ბიულეტენს, რომელზეც საარჩევნო სუბიექტები ორი განსხვავებული ფერის სვეტად იქნება დატანილი.