დღევანდელ სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ერთი საკითხი განიხილა და ცვლილება შეიტანა განკარგულებაში ,,საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრების განსაზღვრის შესახებ’’. უსკოში უკვე დასრულდა პარტიული სიების რეგისტრაციის პროცესი, რომლის თანახმად, 26 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 11 საარჩევნო სუბიექტი მიიღებს მონაწილეობას. აჭარის რეგიონში, ელექტრონული ტექნოლოგიით ხმის მისაცემად ბიულეტენზე საარჩევნო სუბიექტები 2 განსხვავებული ფერის სვეტად იქნება წარმოდგენილი.
26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც გაიმართება.