აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

საინფორმაციო შეხვედრა „საარჩევნო პროცესებში ქალთა მონაწილეობის წახალისება“
06 ოქტომბერი 2024

4 ოქტომბერს, აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პარტნიორობით, არჩევნებზე რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების ქალ წარმომადგენლებთან ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.
ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პარმენ ჯალაღონიამ და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს. მათ საარჩევნო პროცესებში ქალთა აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების მექანიზმების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სტრატეგიული ამოცანის შესაბამისად, სწავლების ცენტრის ექსპერტ-ტრენერებმა, საინფორმაციო სასწავლო პროგრამის ფარგლებში, პოლიტიკურ პარტიების ქალ წარმომადგენლებთან შემდეგი ძირითადი საკითხები განიხილეს: საარჩევნო პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობა; წარმატებული ქალების მაგალითები საარჩევნო/პოლიტიკურ ცხოვრებაში; გენდერული სტერეოტიპები, გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა, კიბერ-შევიწროება და მათი დაძლევისთვის საერთაშორისო პრაქტიკით გათვალისწინებული ინსტრუმენტები. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საარჩევნო რეფორმით გათვალისწინებული ტექნოლოგიური სიახლეები და მონაწილეები უშუალოდ ჩაერთნენ ელექტრონული აპარატების გამოყენებით ხმის მიცემის პროცესის სიმულაციაში.
საინფორმაციო შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და საჯარო პოლიტიკაში აქტიურად ჩართული ქალები ესწრებოდნენ.

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016