აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

საარჩევნო დავების განხილვა
01 ოქტომბერი 2024

2024 წლის 30 სექტემბერს, უმაღლესი საარჩევნო კომისიის და ევროპის საბჭოს პროექტ „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესების გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა თემაზე „საარჩევნო დავების განხილვა“ გაიმართა.

ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ და ევროპის საბჭოს პროექტის უფროსმა ოფიცერმა, მაია ჯორჯიკიამ გახსნეს.
შეხვედრაზე საკანონმდებლო ცვლილებებზე, საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე, ასევე ელექტრონული საშუალებებით ხმის მიცემის სამართლებრივ, ოპერაციულ და ტექნიკურ სტანდარტებზე ისაუბრეს. განხილულ იქნა ევროპის საბჭოს ელექტრონული ხმის მიცემის სტანდარტებთან დაკავშირებული რეკომენდაციები და ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსის სახელმძღვანელო მითითებები.
ევროპის საბჭოს ექსპერტმა, მაია ვაჩაძემ, მონაწილეებს სფეროში არსებული ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. განხილულ იქნა საარჩევნო დავებთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში არსებული პრაქტიკა.

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016