1 ოქტომბერს აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში გაიმართა კომისიის სხდომა. სხდომაზე მიიღეს განკარგულებები ნარკოლოგიური შემოწმების უფლების მინიჭების, საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშის ფორმისა და სხვა საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმის დამტკიცების შესახებ.