აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ბულგარეთის რესპუბლიკაში მიმდინარე არჩევნებს დააკვირდნენ
11 ივნისი 2024

უსკოს წარმომადგენლები 9 ივნისს ბულგარეთის რესპუბლიკაში მიმდინარე ევროპარლამენტისა და ბულგარეთის პარლამენტის არჩევნებს დააკვირდნენ. უსკოს წევრები მარიამ გუგუნავა და თამარ ქამადაძე,  იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი ფრიდონ ბათნიძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ნესტან ნაკაშიძე ქალაქ სოფიას საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის მიმდინარეობას და აღნიშნულ პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას გაეცნენ.
ბულგარეთის რესპუბლიკაში ხმის მიცემა სავალდებულოა. ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება აქვს აპარატის ან ქაღალდის ბიულეტენების გამოყენებით.
 ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უსკოს წევრები ასევე ეწვივნენ საქართველოს საელჩოს ბულგარეთის რესპუბლიკაში, სადაც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილეს, ანა დავითაშვილს შეხვდნენ.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016