უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ გახსნა. უსკოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნოდარ მელაძემ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და 2024 წლის არჩევნების შესახებ ისაუბრა. შეხვედრის ბოლოს სტუდენტებს ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრირებით იმიტირებული არჩევნები ჩაუტარდათ.