უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში ,,ინკლუზიური და მრავალფეროვანი არჩევნები ტექნოლოგიების ეპოქაში“ მონაწილეობდნენ.
კონფერენციის მონაწილეეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს IFES-ის პრეზიდენტმა - ანტონ ბანბერმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ - გიორგი კალანდარიშვილმა, IFES საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა - რენატა ლევოვსკიმ. საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობის და ამ მხრივ უსკოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ისაუბრა უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ნოდარ მელაძემ.
კონფერენცია, რომელშიც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო სისტემების, სამოქალაქო სექტორის, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ტექნოლოგიური არჩევნების დემონსტრირებით დასრულდა.