16-17 ოქტომბერს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ორგანიზაციის და ადამიანური რესურსების განვითარებისთვის ტრენინგი გაიმართა. სწავლებაში უსკოს წევრები და ადმინისტრაციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ტრენინგის მონაწილეებმა საინტერესო ინფორმაცია მიიღეს ორგანიზაციაში კომუნიკაციის ფორმებისა და კონფლიქტების მართვის შესახებ, განიხილეს გუნდური მუშაობის, გუნდის მართვისა და დროის მენეჯმენტის შესახებ მნიშვნელოვანი ასპექტები. სწავლება ჯგუფურ სამუშაოებსა და პრაქტიკულ დავალებებსაც მოიცავდა.
ორდღიან შეხვედრას ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ტრენერი ლაშა მელაძე უძღვებოდა. შეხვედრა წყალტუბოში გაიმართა.