აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების ვიზიტი იტალიის რესპუბლიკაში, მოლიზეს რეგიონის ადგილობრივ არჩევნებზე
03 ივლისი 2023

2023 წლის 25-26 ივნისს, იტალიის რესპუბლიკაში, მოლიზეს რეგიონში გამართულ რეგიონალურ არჩევნებს უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ქალაქ კამპობასოში დააკვირდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, უსკოს დელეგაციამ ოფიციალური შეხვედრები გამართა მოლიზეს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან: ფრანჩესკო კოლავიტასთან (რეგიონის საარჩევნო პროცესების ადმინისტრატორი), მასსიმო პილარელასთან (რეგიონალური საარჩევნო დეპარტამენტის ხელმძღვანელი) და ანტონელა დიელსისთან (რეგიონულ არჩევნებზე პასუხისმგებელი პირი, პრეზიდენტის კაბინეტის დირექტორი). შეხვედრაზე განხილულ იქნა ადგილობრივი საარჩევნო სისტემის მახასიათებლები, ისევე როგორც არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები.
ადგილობრივ რეგიონალურ გაზეთში გამოქვეყნდა უსკოს დამკვირვებლის ინტერვიუ და ინფორმაცია აჭარის რეგიონის შესახებ.
მოლიზეს რეგიონის ადგილობრივი არჩევნები 25-26 ივნისს გაიმართა. რეგიონის უმაღლესი საბჭო შედგება 21 წევრისაგან. (ოცი უმაღლესი რწმუნებული და რეგიონის მთავრობის პრეზიდენტი).

 

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016