სასწავლო-საინფორმაციო პროექტი ,,ჩემი პირველი არჩევნები’’
უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ სასწავლო -საინფორმაციო პროექტი „ჩემი პირველი არჩევნები“ განაახლა. მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში უსკოს ტრენერები ბათუმის 15 საჯარო და კერძო სკოლას ეწვივნენ. გამართულ შეხვედრებს X-XI კლასის 500-მდე მოსწავლე დაესწრო. ტრენინგის ფარგლებში ახალგაზრდებს მიეწოდათ ფუნდამენტური ინფორმაცია არჩევნების, დემოკრატიის, არჩევნების ისტორიის, სახეობებისა და მნიშვნელობის შესახებ. უსკოს ტრენერებმა მოსწავლეებს გააცნეს სფეროში არსებული სიახლეები, რაც საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას გულისხმობს.
პროექტს უმაღლესი საარჩევნო კომისია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს. აღნიშნული ინიციატივის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და საარჩევნო პროცესში მათი ჩართულობის ხელშეწყობა.