10 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში, რომელიც სასტუმრო შერატონში გაიმართა. შეხვედრა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, IFES -ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა - რენატა ლევოვსკიმ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა - ლევან იოსელიანმა, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ - გიორგი შარაბიძემ და მხარდამჭერი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა გახსნეს. აქტივობების სამივე პანელი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა და შემაჯამებელი რეკომენადაციების მიღებით დასრულდა. კონფერენცია, აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ღია სივრცე კავკასიას (COS) და ევროკავშირი საქართველოსთვის მხარდაჭერით, სიმბოლურად უფლებადამცველთა საერთაშორისო დღეს გაიმართა.
1948 წლის 10 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაცია მიიღო.