აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

განახლებული პროექტი ,,ჩემი პირველი არჩევნები’’
18 ნოემბერი 2022

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროსა და აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადებული პროექტით ,,ჩემი პირველი არჩევნები’’ უსკომ ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან სასწავლო - საინფორმაციო შეხვედრები განაახლა. 18 ნოემბერს უსკოს ტრენერები ბათუმის N4 და N8 საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ.  

სასწავლო-საინფორმაციო კურსი საჯარო სკოლების Х–XI-XII კლასებისათვის არის განკუთვნილი. მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა,   არჩევნების სახეები და საქართველოს არჩევითი ორგანოები, საარჩევნო პრინციპები, არჩევნების ისტორია საქართველოში, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, უსკოს ფუნქციები, არჩევნების ადმინისტრირება, ახალგაზრდების როლი საარჩევნო პროცესებში,  ერთი ხმის მნიშვნელობა და ელექტრონული არჩევნები.  შეხვედრის ბოლოს მოსწავლეები იხილავენ საინფორმაციო  და ვიდეო მასალას ელექტრონული არჩევნების შესახებ.

ტრენინგებს უსკოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები უძღვებიან. პროექტს ორგანიზებას უწევს უსკოს ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016