23 სექტემბერს უმაღლეს საარჩევნო კომისიაში გაიმართა კომისიის სხდომა. სხდომაზე კომისიამ მიიღო განკარგულებები ზოგიერთი საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმის დამტკიცების შესახებ. კერძოდ, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის მოწმობა, უმაღლესი საბჭოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატთა მოწმობა, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი სადემონსტრაციო ოქმების ფორმები, საკონტროლო ფურცელი, საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალი და სხვა.
სხდომაზე აგრეთვე მიიღეს დადგენილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ.