20 სექტემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში გაიმართა შეხვედრა უსკოს წევრებსა და ტრენინგ-ჯგუფის წარმომადგენლებს შორის.
ტრენინგ-ჯგუფი შედგება ცესკოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების (UNDP/IFES) წევრებისაგან. შეხვედრაზე შედგა სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია.
ეს ჯგუფი ტრენინგებს ჩაუტარებს საოლქო და საუბნო კომისიის წევრებს, რაც ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცედურების უფრო მაღალ პროფესიულ დონეზე წარმართვას. შეხვედრები კომისიის წევრებთან 1 ოქტომბერს დაიწყება და ერთ თვეს გაგრძელდება. 5 ნოემბერს კი შედგება შემაჯამებელი შეხვედრა.