აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

განცხადება
17 ნოემბერი 2020

უმაღლესი საარჩევნო კომისია ეხმიანება საარჩევნო სუბიექტის ,,სახე პლიუსის ‘’ წარმომადგენლის გუშინდელ განცხადებას ტვ 25-ის ეთერით, რომელიც მიზნად ისახავს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიმართ. განვმარტავთ, რომ საარჩევნო სუბიექტის, „სახე+“ -ის თავმჯდომარემ, ედნარ ბაგრატიონმა განცხადებით მოგვმართა მიმდინარე წლის 11 ნოემბერს შემაჯამებელი ოქმების ასლების მოთხოვნით. კანონმდებლობის თანახმად დადგენილ ვადაში ჩვენს მიერ მიწოდებული იქნა საარჩევნო სუბიექტის მიერ მოთხოვნილი ოქმების ქსეროასლები (1010 გვერდი). ასევე განვმარტავთ, რომ შემაჯამებელი ოქმები კენჭისყრის დღიდან არის განთავსებული ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (http://results2020.sec.ge/) და საჯაროა როგორც არჩევნებში ჩართული მხარეებისათვის, ასევე ყველა დაინტერესებული პირისათვის.
უმაღლესი საარჩევნო კომისია თვლის, რომ ეს არის მიზანმიმართული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016