21 ნოემბერს აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში (28-ე ბათუმის და 30-ე ხელვაჩაურის, ქედის,შუახევისა და ხულოს) უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით, თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებიან და ტერიტორიულად იმყოფებიან იმ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში, სადაც არიან რეგისტრირებული და ტარდება მეორე ტური, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით, 17 ნოემბრის 18:00 საათამდე უნდა მიმართონ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს - 2 51-00-51 (0).
გახსოვდეთ, პანდემიის პირობებში კენჭისყრის პროცესი უსაფრთხოა!
კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ინფექციის გავრცელების ყველა პრევენციული ღონისძიება!