აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ინფორმაცია მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით
11 ნოემბერი 2020

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ დღეებში 190 - მდე საჩივარი შევიდა. მათ შორის 90-მდე საჩივარი საარჩევნო სუბიექტებმა, დანარჩენი კი სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა წარადგინეს. კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები (მათი დიდი ნაწილი ადგილზევე აღმოიფხვრა) ძირითადად პროცედურულ საკითხებს შეეხებოდა, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები - კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას. 

N-28 ბათუმის ოლქში შემოსული საჩივრების რაოდენობაა - 117, N-29 ქობულეთის ოლქში სულ 21 საჩივარი შევიდა, N -30 ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს ოლქში კი  - 52. განხილვის შედეგად, უმეტეს შემთხვევაში შედეგები დარჩა უცვლელი, ზოგიერთ შემთხვევაში კი დაზუსტდა და შეიცვალა საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებით.
რაც შეეხება ინფორმაციას საარჩევნო უბნებზე შედეგების გადათვლასთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა სულ გადაითვალეს 7 საარჩევნო უბნის შედეგი. ხულოს ოლქში სამი საარჩევნო უბანი - N36, N-25 და N-54, ასევე ხელვაჩაურის ოლქის N23 და N25 უბნები. ბათუმის ოლქში კი - N19 და N85 უბნები. უბნების გადათვლის შედეგად ძირითადი მონაცემები ცალკეული გამონაკლისის გარდა არ შეცვლილა.
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებს ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი სადამკვირვებელო ორგანიზაციები, ისე შესაბამისი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და ზოგიერთ შემთხვევაში აკრედიტებული მედია საშუალებების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ საჩივრის წარდგენის პროცედურები 2020 წლის არჩევნებისთვის არ შეცვლილა და ბოლო წლებში საჩივრების წარდგენის პროცედურის ანალოგიური იყო.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016