აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო წინასწარი შედეგები
02 ნოემბერი 2020

წარმოგიდგენთ შედეგებს 31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 373 საარჩევნო უბნის  შემაჯამებელი ოქმებისა, რომლებიც უკვე ატვირთულია უსკოს ვებ-გვერდზე.
პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ლიდერობს 2 საარჩევნო სუბიექტი: - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო,“ რომელმაც ხმების 45.86% მიიღო. მეორე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი: ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია’’ ხმების 33.95%- ით. 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა ვერ ერთმა სხვა პოლიტიკურმა პარტიამ.
რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგი აქვთ ორი საარჩევნო სუბიექტის კანდიდატებს: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა“ და საარჩევნო ბლოკის ,,ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია’’ შემდეგ კანდიდატებს:
N28 ოლქი - ტიტე აროშიძე 41.85% --- გიორგი კირთაძე - 34.43%
N29 ოლქი - ცოტნე ანანიძე- 50.05% --- ელგუჯა ბაგრატიონი -36.6%
N30 ოლქი - ფრიდონ ფუტკარაძე -48.93% - გია აბულაძე - 31.81%
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის არჩევნების აქტივობამ შეადგინა 59,12 პროცენტი. (2016 წლის აქტივობის მაჩვენებელია - 52,97%)
მოცემული დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 36 პროცედურული ხასიათის საჩივარია შესული. არჩევნების შედეგების შეჯამებამდე მოხდება საჩივრების განხილვა. კანონმდებლობის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 2 დღის ვადაში ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრის განხილვისთვის ასევე ორდღიანი ვადა აქვს. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს რაიონულ საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში განიხილავს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა ერთი დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც თავის მხრივ ერთი დღის ვადაში განიხილავს საჩივარს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კი საბოლოოა და არ საჩივრდება.
ამ ვადების გათვალისწინებით, კანონის თანახმად, არჩევნების დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა (18 ნოემბერი) უსკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე, თავის სხდომაზე აჯამებს უმაღლესი საბჭოს პროპორციული არჩევნების შედეგებს. უმაღლესი საბჭოს წევრთა მანდატები გადანაწილდება იმ საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 % მაინც მიიღეს.
თუ მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში უმაღლესი საბჭოს წევრი ვერ აირჩა, (ანუ ვერ აიღო 50+1 ხმა)ტარდება მეორე ტური. მეორე ტური იმართება არჩევნებიდან მესამე შაბათს (21 ნოემბერი) და დაინიშნება უსკოს მიერ განკარგულებით.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016