აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

31 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველადი წინასწარი შედეგები 12:00 საათისათვის
01 ნოემბერი 2020

მიმდინარეობს 2020 წლის 31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგების შეჯამება უმაღლეს საარჩევნო კომისიაში. უსკოს ვებგვერდზე უკვე ატვირთულია 292 შემაჯამებელი ოქმი. დათვლილია 155 უბანი, დასათვლელია 218 უბნის მონაცემი. 

პირველადი წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ლიდერობს :
- „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო,“ რომელმაც ხმების 46.68% მიიღო. მეორე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი: ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია’’ ხმების 34.28% - ით.
5%-იანი ბარიერი წინასწარი მონაცემებით ვერ გადალახა ვერ ერთმა სხვა პოლიტიკურმა პარტიამ.
რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგი აქვთ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს.
ბათუმის ოლქი -ტიტე აროშიძე - 42, 43%, ------ გიორგი კირთაძე - 34,61%;
ქობულეთის ოლქი - ცოტნე ანანიძე - 50,98%, ------ ელგუჯა ბაგრატიონი -36,08%
ხულოს ოლქი - ფრიდონ ფუტკარაძე -52,86% ---------- გია აბულაძე - 29,11%
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის არჩევნების აქტივობამ შეადგინა 59, 12 პროცენტი. (2016 წლის აქტივობის მაჩვენებელია - 52,97%)
კანონის თანახმად, არჩევნების დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა უსკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე, თავის სხდომაზე აჯამებს უმაღლესი საბჭოს პროპორციული არჩევნების შედეგებს, საჭიროების შემთხვევაში ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს და ადგენს პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელ ოქმს.
უმაღლესი საბჭოს წევრთა მანდატები გადანაწილდება იმ საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 % მაინც მიიღეს.
თუ მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში უმაღლესი საბჭოს წევრი ვერ აირჩა, (ანუ ვერ აიღო 50+1 ხმა)ტარდება მეორე ტური. მეორე ტური იმართება არჩევნებიდან მესამე შაბათს და დაინიშნება უსკოს მიერ განკარგულებით.

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016