31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა უკვე დასრულდა. აჭარის სამი მაჟორიტარული ოლქის 373-ვე უბანზე დაწყებულია ხმის დათვლის პროცედურა. საკუთარი არჩევანი განახორციელა საარჩევნო უბანზე მისულმა 186 182 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის, ანუ 314 889 ამომრჩევლის 59,12% პროცენტს წარმოადგენს. (2016 წლის არჩევნების აქტივობის მაჩვენებელი იყო - 52,97%, კერძოდ უბანზე მისული 163 419 ამომრჩეველი).
ამომრჩეველთა აქტივობა ოლქების მიხედვით ასე გამოიყურება:
ბათუმის ოლქი - 81 222 ამომრჩეველი - 55,14%;
ქობულეთის ოლქი - 43 186 ამომრჩეველი - 60,9 %;
ხელვაჩაურის ოლქი - 25 402 ამომრჩეველი - 60,9 %;
შუახევის ოლქი - 10 057 ამომრჩეველი - 66,52 %;
ქედის ოლქი - 11304 ამომრჩეველი - 71,9 %;
ხულოს ოლქი - 15 011 ამომრჩეველი - 61,96 %;
ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედის ოლქში.
კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყო ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დაუყოვნებლივ მიეწოდება უსკოს და მიღებისთანავე აიტვირთება უსკოს ვებ-გვერდზე. .
აჭარის მასშტაბით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დაწერილია დაახლოებით 40-მდე საჩივარი. ნაწილი დარღვევებისა პროცედურული ხასიათისაა და ძირითადად ადგილზევეა აღმოფხვრილი. საჩივრები 2 დღის ვადაში განიხილება შესაბამისი საარჩევნო კომისიების მიერ.