2020 წლის 31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის აჭარაში 314 889 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამომრჩეველთა სიების გადამოწმება დასრულდა.
გთავაზობთ ამომრჩეველთა დაზუსტებულ რაოდენობას მაჟორიტარული ოლქების მიხედვით:
ბათუმის N-28 მაჟორიტარული ოლქი - 147 292 ამომრჩეველი;
ქობულეთის N- 29 მაჟორიტარული ოლქი - 70 837 ამომრჩეველი;
ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულოს N-30 მაჟორიტარული ოლქი - 96 760 ამომრჩეველი;