აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უსკოს საინფორმაციო აქცია
27 ოქტომბერი 2020

31 ოქტომბერს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება. აჭარაში, არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი 4 სხვადასხვა ფერის ბიულეტენს მიიღებს: მწვანე და ყვითელი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვის, ხოლო ცისფერი და ვარდისფერი - საქართველოს პარლამენტის პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვის. დღეს უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით საინფორმაციო აქცია გამართა, რომელიც უსკოს მიერ დაგეგმილი სარეკლამო კამპანიის ნაწილს წარმოადგენს. უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისა და ოთხი ბიულეტენის შესახებ საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდეს. ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით განუმარტეს ამომრჩევლებს, რომ პანდემიის პირობებში კენჭისყრის პროცესი უსაფრთხოა და არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე უზრუნველყოფილი იქნება ყველა პრევენციული ზომა ამომრჩევლის უსაფრთოებისათვის.

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016