აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

25 ოქტომბრის სხდომა
26 ოქტომბერი 2020

25 ოქტომბრის სხდომაზე უსკომ დადგენილებით განსაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა, რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილ საარჩევნო უბნებზე მათ შორის კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ უსკოს წევრებს, უსკოს წარმომადგენელებს და უსკოს აპარატის თანამშრომლებს.

ამავე სხდომაზე კომისიამ მიიღო განკარგულება „სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში, იზოლაციაში (კარანტინში, თვითიზოლაციაში) და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მოქალაქეებისათვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების სპეციალური ჯგუფების წევრებისა და ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ და განკარგულება „საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესზე დამკვირვებელთა დანიშვნის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისის 2020 წლის 20 ოქტომბრის №38 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016