23 ოქტომბერს, უსკოს ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსმა, რუსუდან ანანიაშვილმა საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის ვებინარი გამართა. შეხვედრა ჩატარდა პროგრამა „მომავლის თაობის“’ ფარგლებში, რომელიც საქართველოში ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. აჭარაში კი პროგრამას ახორციელებს ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.
უსკოს წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული ზომები გააცნო და პანდემიის გამო საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და გეგმებზე ისაუბრა. ასევე ისაუბრა არჩევნებზე, არჩევნების ისტორიაზე, თითოეული ხმის მნიშვნელობაზე და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დანერგილ დისტანციურ და ონლაინ სერვისებზე.
ონლაინ ვებინარში საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების 25-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.