უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესზე დამკვირვებლებად დანიშნა:
ირაკლი გვარჯალაძე (უსკოს წევრი);
ტარიელ გოგიტიძე (უსკოს წევრი);
თემურ ქარცივაძე (სადამკვირვებლო ორგანიზაცია ა(ა)იპ „ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო“ ).
ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს უზრუნველყოფს შპს ,,ფავორიტი სტილი’’. ბეჭდვის ადგილია: ქ. თბილისი, გ. ჩუბინიშვილის 50.
2020 წლის 31 ოქტომბერს აჭარაში უბანზე მისული ამომრჩეველი ოთხ სხვადასხვა ფერის ბიულეტენს მიიღებს: მწვანე და ყვითელი უმაღლესი საბჭოს პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისათვის, ხოლო ცისფერი და ვარდისფერი - საქართველოს პარლამენტის პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისათვის.