დღევანდელ სხდომაზე უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებმა 2020 წლის 31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვის პროცესზე დამკვირვებელთა ჯგუფი შექმნეს, რომელშიც შევიდნენ უსკოს წევრები - ირაკლი გვარჯალაძე და ტარიელ გოგიტიძე და ასევე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ა(ა)იპ „ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს“ წარმომადგენელი თემურ ქარცივაძე.
2020 წლის 31 ოქტომბერს აჭარაში უბანზე მისული ამომრჩეველი 4 სხვადასხვა ფერის ბიულეტენს მიიღებს: მწვანე და ყვითელი უმაღლესი საბჭოს პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისათვის, ხოლო ცისფერი და ვარდისფერი - საქართველოს პარლამენტის პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისათვის.