უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დასრულდა პარტიული სიების რეგისტრაციის პროცესი. უსკოს თავმჯდომარის შესაბამისი განკარგულებებით რეგისტრაციაში გატარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე 22-ვე საარჩევნო სუბიექტის პარტიული სია.