3 ოქტომბერს უმაღლესი საარჩევნო კომისიის და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თანამშრომლობის შედეგად ჩატარდა ვებინარი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის. ის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პროექტის უფროსმა ოფიცერმა ნინო დოლიძემ გახსნეს. სემინარს უძღვებოდნენ საარჩევნო სფეროს ექსპერტები - ნინო დოლიძე, ირმა პავლიაშვილი და რობერტ მაღლაკელიძე. პოლიტიკური პარტიებისათვის განკუთვნილ ონლაინ ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა, რომლებიც რეგისტრირებული არიან 2020 წლის 31 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის.
შეხვედრის ძირითადი საკითხი იყო - საკანონმდებლო ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის, საარჩევნო პროცედურებში განხორციელებული ცვლილებები, კოვიდ-19 ინფექციით გამოწვეული პანდემიის რეგულაციების გათვალისწინებით. ასევე, პარტიის წარმომადგენლის უფლებამოსილებები, საჩივრის შედგენისა და წარდგენის წესი, საარჩევნო დავები. განხილული იყო კონკრეტული კაზუსები.
ვებინარში სულ 25 წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.