14 ივნისის სხდომა
უმაღლესი საარჩევნო კომისიის დღევანდელ სხდომაზე კომისიამ განკარგულებით მიიღო უსკოს 2019 წლის სამოქმედო გეგმა, დანართი რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის 2019-2020 წლების სტრატეგიული გეგმის საფუძველზე შემუშავდა. გეგმა შედგენილია უსკოს სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით და წარმოადგენს ერთობლივ დოკუმენტს, რომელმაც უნდა განსაზღვროს დასახული სტრატეგიული პრიორიტეტების შესრულების გზები. სამოქმედო გეგმა იმ ძირითად საქმიანობებს მოიცავს, რომლებიც უნდა განახორციელოს საარჩევნო ადმინისტრაციამ 2019 წლის განმავლობაში და მოიცავს ორ ძირითად სტრატეგიულ პრიორიტეტს: ინსტიტუციური გაძლიერება(აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სანდოობისა და ცნობადობის ზრდა, ადამიანური რესურსების განვითარება და მისი ეფექტიანი მართვა) და რეგიონში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, ამომრჩეველთა ინფორმირება, რაც გულისხმობს უსკოს საქმიანობის გამჭვირვალობას, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას, ამომრჩეველთა აქტივობის ზრდასა და სასწავლო-საინფორმაციო პროგრამების შემუშავება/განხორციელებას. ამასთან ერთად განისაზღვრა ჩასატარებელ ღონისძიებათა ნუსხა.