უსკოს სტრატეგიული გეგმის მიღება
აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 2019-2020 წლების უსკოს სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა, რომელიც დღევანდელ სხდომაზე კომისიამ განკარგულებით მიიღო. პროექტზე იმუშავა უსკოს სამუშაო ჯგუფმა, რომელიც სპეციალურად შეიქმნა სტრატეგიული გეგმის შემუშავების მიზნით. მის შემადგენლობაში შევიდნენ როგორც უსკოს კომისიის წევრები, ასევე დეპარტამენტების ხელმძღვანელები და განყოფილების უფროსები.
გეგმა ორ ძირითად სტრატეგიულ პრიორიტეტს მოიცავს: ინსტიტუციური გაძლიერება და რეგიონში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, ამომრჩეველთა ინფორმირება.
საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული გეგმით განსაზღვრულია ორგანიზაციის სტრატეგიული პრიორიტეტები, მიზნები, ამოცანები და მათი მიღწევის გზები. დოკუმენტის სტრატეგიულ ამოცანებს წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების პროფესიული ზრდა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, ეფექტური საიმიჯო კამპანიის წარმოება, ასევე არჩევნების ეფექტიანი ორგანიზება, უსკოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, სამართლებრივი ჩარჩოს დახვეწა. ახალ მიმართულებას უსკოს საქმიანობაში წარმოადგენს სასწავლო საინფორმაციო პროგრამების განხორციელება სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან.
დოკუმენტი, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ორგანიზაციის ძირითადი სახელმძღვანელო იქნება.