აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

არჩევნების საერთაშორისო დღე უსკოში
07 თებერვალი 2019

არჩევნების საერთაშორისო დღე უსკოში

7 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საერთაშორისო დღე აღნიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით უსკოს ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა საარჩევნო ადმინისტრაციაში ღონისძიება გამართა. ღონისძიების პირველ ნაწილში უსკოს ტრენერებმა მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით საინფორმაციო აქცია ჩაატარეს და ამომრჩევლებს სპეციალურად არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მომზადებული საინფორმაციო ფლაერები გადასცეს. დღის მეორე ნახევარში კი, უსკოს ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებთან. ახალგაზრდებს უსკოს წევრები შეხვდნენ და ესაუბრნენ არჩევნებთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო საკითხებზე, დემოკრატიაზე, არჩევნების როლსა და მნიშვნელობაზე, ასევე ახალგაზრდების ჩართულობაზე საარჩევნო პროცესებში. შეხვედრის ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია.
შეგახსენებთ, რომ უმაღლესი საარჩევნო კომისია უკვე ერთი წელია ახორციელებს პროექტს ,,ჩემი პირველი არჩევნები’’, რომელიც შეიქმნა ახალგაზრდა ამომრჩევლებისათვის. პროექტის ფარგლებში უსკოს ტრენერები საარჩევნო თემატიკაზე სასაუბროდ უკვე შეხვდნენ აჭარის 42 საჯარო სკოლის 1000-მდე მოსწავლეს.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016