აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

კონკურსი უსკოში
02 ნოემბერი 2018

კონკურსი უსკოში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის, ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსის-საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის (1 ვაკანსია) შესავსებად, ცხადდება დახურული კონკურსი 2018 წლის 01 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით. განცხადების მიღება განხორციელდება საჯარო სამსახურის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის-www.hr.gov.ge-საშუალებით.
დახურულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ მოქმედ საჯარო მოხელეებს, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეებს და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს. ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ- გვერდზე:www.hr.gov.ge ან დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს: ნერვისტან ფაღავა (577 999 852). საკონკურსო კომისიის მისამართია: ბათუმი, გოგებაშვილის ქ.N2. უმაღლესი საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა.
1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი.
ბ) საარჩევნო მოხელის სერტიფიკატი;
გ) Microsoft office Word (ძალიან კარგად);
დ) Microsoft office Excel (კარგად);
ე) ინგლისური ენის ცოდნა B2;
ვ) საარჩევნო სისტემაში, გრანტების მოძიების სფეროში ან/და საერთაშორისო და ადგილობრივ დონორებთან მუშაობის არანაკლებ 2 (ორი) წლის გამოცდილება.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016