29 სექტემბერს,აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დემოკრატიის და საარჩევნო ხელშეწყობის საერთაშორისო ინსტიტუტის (IDEA) წარმომადგენლის,ნანა კალანდაძისა და კომისიის თავმჯდომარის, პარმენ ჯალაღონიას შეხვედრა შედგა.
საუბარში ძირითადი აქცენტი სამომავლო გეგმებზე და ურთიერთანამშრომლობის პერსპექტივებზე გამახვილდა.
შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლები,მაკა ლომაძე და რუსუდან ანანიაშვილი.