23-25 აპრილს უმაღლეს საარჩევნო კომისიაში გაიმართა ახალი სასწავლო პროგრამა „ტრენერთა ტრენინგი“, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით განახორციელა ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა.
ტრენინგი მიზნად ისახავდა საარჩევნო ადმინისტრაციის მანდატის ფარგლებში სამოქალაქო საარჩევნო სასწავლო პროექტების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად და შემდგომში უკვე უსკოს სწავლების ცენტრისათვის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა გადამზადებას და კვალიფიციურ ტრენერთა საკადრო რესურსის ფორმირებას.
ტრენინგი პრაქტიკულ სწავლებაზე იყო ორიენტირებული, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი ძირითადი საკითხები:
ტრენინგის დაგეგმვა და სტრუქტურა;
ტრენინგის პროგრამის დიზაინი;
ტრენინგის ჩატარების მეთოდოლოგია;
ტრენინგის შეჯამება/შეფასების მექანიზმები;
ტრენერის სახელმძღვანელოს/გზამკვლევის შედგენისა და გამოყენების ტექნიკა;
PowerPoint პრეზენტაციის მომზადება;
ტრენერის პროფესიული და ზოგადი უნარ-ჩვევები;
ტრენინგის მესამე სამუშაო დღეს მონაწილეებმა გამართეს პრეზენტაციები, რომლის შედეგებიც განიხილეს მონაწილეებთან და ტრენერთან ერთად, საბოლოოდ კი ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად მიიღეს შეფასებები.