1 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საერთაშორისო დღე აღნიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით უსკოს ინსტიტუციური განვითარების სამსახურმა საარჩევნო ადმინისტრაციაში ღონისძიება გამართა, რომელსაც უსკოს ხელმძღვანელ პირებთან და კომისიის წევრებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ესწრებოდნენ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივანმა, სოფიო კახაძემ ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობაზე, საარჩევნო კულტურის განვითარების ეტაპებზე, არჩევნების როლსა და იმ გამოცდილებაზე, რაც საარჩევნო ადმინისტრაციას გააჩნია არჩევნების ჩატარების საკითხში, ხოლო კომისიის წევრმა, თორნიკე მჟავანაძემ ხაზი გაუსვა არჩევნებში ჩართულობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით სტუდენტების მხრიდან. ღონისძიების დასასრულს გაიმართა იმიტირებული არჩევნები, სადაც სტუდენტებმა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
არჩევნების საერთაშორისო დღე ყოველ წელიწადს თებერვლის პირველ კვირაში აღინიშნება.