აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 11 სექტემბრის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. მიღებული განკარგულების (დანართიN1,N2,N3,N4,N5,N6,N7) საფუძველზე ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სამსახურების დებულებების დამტკიცების შესახებ’’, დეტალურად გაიწერა უსკოს თითოეული სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები, სტრუქტურა და თანამშრომელთა უფლებამოსილებები.
დღევანდელ სხდომაზე კომისიამ მიიღო ასევე დადგენილება, რომლის მიხედვითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა უსკოს 2007 წლის 25 აპრილის N5 დადგენილება ,,უმაღლესი საარჩევნო კომისიის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ’’, ვინაიდან აღნიშნული დადგენილება მიღებული იყო ძველი, უკვე ძალადაკარგული ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის საფუძველზე. მოქმედი საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით კი შინაგანაწესს ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი პირი.