აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

სხდომა უსკოში
05 სექტემბერი 2017

5 სექტემბერს გამართულ სხდომაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 19 მაისის N4 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“, რომლის მიხედვითაც განხორციელდა უსკოს რეგლამენტის მე-18 მუხლის რედაქტირება. ამ მუხლში მოცემულია განმარტებები საქმისწარმოებასთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება უსკოს საქმეთა ნომენკლატურით გათვალისწინებული სარეგისტრაციო წიგნებითა და საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამით (საქმისწარმოების ავტომატიზირებული სისტემა-eDocument). აღნიშნული დადგენილებით კომისიამ დეტალურად განსაზღვრა დოკუმენტის ელექტრონულ სისტემაში მომზადების, რეგისტრაციისა თუ ინფორმაციის გაცემის წესები. 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016