აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

30 ივნისის სხდომა
30 ივნისი 2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საარჩევნო კომისიის 30 მაისის სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ რამდენიმე  საკითხზე იმსჯელეს. კომისიამ დადგენილებით (დანართი) განსაზღვრა უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ მოხელეთა ჩამონათვალი, რომელთაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.  

დღევანდელ სხდომაზე კომისიამ მიიღო ახალი დადგენილება, რომლის თანახმადაც ძალადაკარგულად გამოაცხადა უმაღლესი საარჩევნო კომისიის ზოგიერთი (2004, 2006 და 2008 წლის)  დადგენილება,  რაც გამოწვეულია კანონში განხორციელებული ცვლილებებითა და ახალი  ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონით, რომელიც 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება. ამავე კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ  განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა პრემიის განაწილების კომისიის დებულება’’.  დღევანდელ სხდომაზე კომისიამ ასევე განკარგულებით (დანართი) მიიღო უმაღლესი საარჩევნო კომისიის ახალი საშტატო ნუსხა და განკარგულებითვე დაამტკიცა ახალი ბეჭდისა და შტამპის ფორმა საოქმო-სარეგისტრაციო სამსახურისათვის.

 

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016