აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია აცხადებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 3 ნოემბრის არჩევნებისათვის შექმნილ N-79 ბათუმის, N80 ქედის, N81 ქობულეთის, N82 შუახევის, N83 ხელვაჩაურის და N84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთათვის თითოეულ საარჩევნო ოლქში თითო ვაკანტურ თანამდებობაზე. კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:
ა. წერილობითი განცხადება უსკოს სახელზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: ა.ა) კანდიდატის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი; ა.ბ) განათლება; ა.გ) სპეციალობა; ა.დ) სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს); ა.ე) სამუშაო ადგილი და თანამდებობა (თუ აქვს); ა.ვ) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება, სადაც მას სურს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობა; ა.ზ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის ) მოწმობის შესაბამისად); ა.თ) საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს);
ბ. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს:
ბ.ა) შრომითი ბიოგრაფია და საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილების აღწერა (თუ ასეთი გამოცდილება აქვს); ბ.ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთის ასლი; ბ.გ) ორი ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით სამი ოთხზე; ბ.დ) პირადობის (რეგისტრაციის ) მოწმობის ან პასპორტის ასლი; ბ.ე) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ასლი.
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს უმაღლესი საარჩევნო კომისიის სამდივნოში (მის: ქ. ბათუმი, გოგებაშვილის 2) 2008 წლის 6 და 7 სექტემბერს.