აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

პირველი ბრიფინგი უსკოში
30 ოქტომბერი 2016

აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე განლაგებული 348-ვე უბანი გაიხსნა, დაწყებულია კენჭისყრის პროცედურა და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დაფიქსირდა რამდენიმე პროცედურული დარღვევა. მაგალითად, ერთ-ერთ უბანზე(69.79.24) საკონტროლო ფურცელი ჩააგდეს პირველი ამომრჩევლის ხელმოწერის გარეშე, ასევე (69.79.66)არ იყო ხმის მიცემის კაბინაზე ფოტო-ვიდეო გადაღემის ამკრძალავი ნიშანი, რაც ადგილზევე აღმოიფხვრა.
ქობულეთის მე-10 და ბათუმის პირველ უბნებზე დაიწერა თითო საჩივარი, სადაც დამკვირვებლებს უბნის თავმჯდომარეებმა რეგისტრატორისგან მოშორებით დგომისკენ მოუწოდეს.
შეგახსენებთ, აჭარაში, მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტური ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარეობს.
ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობასთან და ამომრჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებით გამოქვეყნდება უსკოს ოფიციალურ ვებ www.usko.ge და ფეისბუქ https://www.facebook.com/ajarausko/ გვერდზე.
უბნების დახურვის, ხმების დათვლისა და შემაჯამებელი ოქმების შედგენის შემდეგ, უსკო რეალურ რეჟიმში დაიწყებს არჩევნების მეორე ტურის წინასწარი პირველადი მონაცემების გამოქვეყნებას. მონაცემებს შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე: http://results2.sec.ge/, უმაღლესი საარჩევნო კომისიის ვებ გვერდზე: www.usko.ge

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016