აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ამომრჩევლის ინფორმირების მიზნით მედიისთვის რამდენიმე საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს. გარდა ამისა, არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნდება კომისიის ვებ-გვერდსა და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე: www.usko.ge, www.facebook.com/ajarausko
საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი აჭარის ა.რ. უმაღლეს საარჩევნო კომისიაში:
30 ოქტომბერი:
პირველი ბრიფინგი: 09.00 საათზე; (საარჩევნო უბნების გახსნის შესახებ)
მეორე ბრიფინგი: 12.30 საათზე; (ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ)
მესამე ბრიფინგი: 18.00 საათზე; (17.00 საათზე ვებ-გვერდის საშუალებით გავავრცელებთ ინფორმაციას აქტივობის შესახებ)
მეოთხე ბრიფინგი: 21.00 საათზე. (საარჩევნო უბნების დახურვის შესახებ).
საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა განრიგში ცვლილება შევიდეს.