აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

21 ოქტომბრის სხდომა
21 ოქტომბერი 2016

აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებმა 21 ოქტომბრის სხდომაზე 7 ძირითად საკითხზე იმსჯელეს.
კომისიამ შეაჯამა 2016 წლის 8 ოქტომბრის პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები.
განკარგულებით 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის თარიღად ოფიციალურად გამოცხადდა 30 ოქტომბერი.
დადგენილების თანახმად მედია საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების აკრედიტაციის ვადა (რომლებსაც აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მიეცათ აკრედიტაცია) გაგრძელდა არჩევნების მეორე ტურის შემაჯამებელი ოქმის გამოცემამდე. გარდა ამისა (სურვილის შემთხვევაში) მათ შეუძლიათ დამატებით წარმოადგინონ დამკვირვებელთა სიები. მეორე ტურის შემაჯამებელი ოქმების გამოცემამდე გაგრძელდა ხულოს N73 მაჟორიტარულ ოლქში შემავალი საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილება. (აქ არჩევნების მეორე ტური მხოლოდ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ კანდიდატებს შორის გაიმართება).
განკარგულებით დამტკიცდა ზოგიერთი საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმა, ასევე დადგინდა ამომრჩეველთა ბარათის სახე, ბიულეტენის შევსების წესი. დადგინდა აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტურისთვის ბიულეტენების ტექსტები.
აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ საუკეთესო შედეგის მქონე 2 საარჩევნო სუბიექტის, ანუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატები. არჩევნების მეორე ტური, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების პარალელურად გაიმართება აჭარის ტერიტორიაზე არსებულ 5 ოლქში, ხოლო ერთ - ხულოს N73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (ქედა,შუახევი, ხულო) არჩევნების მეორე ტური მხოლოდ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.

შემაჯამებელი ოქმის შესახებ:
აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 163 419-მა ამომრჩეველმა; მიღებული ბიულეტენების რაოდენობა - 585 400 (პროპ.მაჟ.)
ბათილი ბიულეტენების რაოდენობა: მაჟორიტარული - 7 212, პროპორციული - 5 410, ჯამში 12 622, რაც გამოყენებული ბიულეტენების დაახლოებით 4 პროცენტია.
აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 8 ოქტომბრის პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით 5%-იანი ბარიერი გადალახა შემდეგმა ოთხმა საარჩევნო სუბიექტმა:
„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ - 5.89%(1 მანდატი)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 29.62%(5 მანდატი)
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 5.7% (1 მანდატი)
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 45.13%(8 მანდატი)

 

 

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016