კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა, წინასწარი მონაცემებით საარჩევნო ზღურბლგადალახული პარტიების/საარჩევნო ბლოკების, პარტიული სიიდან სავარაუდოდ არჩეულმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრობის ყველა კანდიდატმა უნდა გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისათვის ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლება განკარგულებით (უსკოს განკარგულება N-9, 30/06/2016) მინიჭებული აქვს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტს, მისამართი: ქ. ბათუმი, პ. მელიქიშვილის ქ. N102ა.