აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ბრიფინგი უსკოში
11 ოქტომბერი 2016

გაგაცნობთ ინფორმაციას საჩივრების, გადაწყვეტილებების, გამოყენებული და ბათილი ბიულეტენების რაოდენობის შესახებ

  •  აჭარაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 308 506.
  •  8 ოქტომბერს უბნებზე მოსული ამომრჩევლების რაოდენობა - 163 348.  
  •  პროცენტული მაჩვენებელი - 52%

2016 წლის 8 ოქტომბრის აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვის ჯამში დაიბეჭდა 585 400 ბიულეტენი, აქედან:

გამოყენებული, პროპორციული და მაჟორიტარული ბიულეტენების რაოდენობა შეადგენს 326 696;

გაბათილდა 5 829  პროპორციული და 7 282  მაჟორიტარული ბიულეტენი, ჯამში 13 111.

საჩივრების შესახებ:

ბათუმის (ჯამში 92, განიხილეს 42), ქობულეთის (ჯამში 10, დაასრულეს განხილვა), ხელვაჩაურისა (ჯამში 15, განიხილეს 12) და ხულოს  (ჯამში 20, ხვალ განიხილავენ 10-ს) საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში დაახლოებით 137 საჩივარია შესული. აქედან, გუშინ 10 ოქტომბერს კომისიებმა განიხილეს 75 საჩივარი, დღეს და ხვალ განიხილავენ დარჩენილ 63 საჩივარს. 

განცხადება/საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს, მათ შორის ყუთების გახსნამდე პროცედურებს ეხებოდა, რაც უკვე აღმოფხვრილი იყო. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები რამდენიმე შემთხვევაში ითხოვდნენ ბიულეტენების გადათვლას და უბნის ბათილობას, რაც ხშირ შემთხვევაში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დისციპლინარულ ზომად გამოყენებული იქნა როგორც შენიშვნა და გაფრთხილება, ასევე ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.(ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით  N40 უბნის თავმჯდომარეს დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით). ეს არის ინფორმაცია ამ დრომდე განხილული საჩივრების მიხედვით.

11 ოქტომბერს, 6 საათის შემდეგ ბათუმის N79 კომისია განიხილავს 50-მდე საჩივარს, რაც ძირითადად შემაჯამებელ ოქმებს ეხება. ხვალ, 12 ოქტომბერს კი სამ საჩივარს ხელვაჩაურის  N83  საოლქო საარჩევნო კომისია, 10-ს კი ხულოს N84  საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს. რაც შეეხება ქობულეთს,  N81 საოლქო საარჩევნო კომისიამ დაასრულა საჩივრების განხილვა. 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016