აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

შემაჯამებელი ბრიფინგი
07 ოქტომბერი 2016

2016 წლის 8 ოქტომბერს  საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართება აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნები.  მოქალაქეები აირჩევენ უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატს, 6 მაჟორიტარული წესით, ხოლო 15 პროპორციული სიით.

არჩევნებში მონაწილეობას ღებულობს 15 საარჩევნო სუბიექტი, 76 მაჟორიტარობის კანდიდატი.  

არჩევნებისთვის, უსკოში დამკვირვებლის სტატუსით დარეგისტრირდნენ 7 ადგილობრივი და 1 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, აკრედიტებული არიან ჟურნალისტები 16 მედია საშუალებიდან.

აჭარაში, უბანზე მისული ამომრჩეველი 4 ბიულეტენს მიიღებს:  მწვანე და ყვითელი აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, ცისფერი და ვარდისფერი- საქართველოს  პარლამენტის მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნებისთვის.

რეგიონში გაიხსნება 348 უბანი (მათ შორის  1 სპეც უბანი).

აჭარაში ამომრჩეველთა რაოდენობა 2016 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით არის 308 506.

აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის დაიბეჭდა:

პროპორციული წესით ჩასატარებელი არჩევნებისთვის- 292 700ცალი ბიულეტენი;

მაჟორიტარული წესით ჩასატარებელი არჩევნებისთვის - 292 700ცალი ბიულეტენი.

 

 

 

 

 

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016