არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა" (IRI) და ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის (ALDE) წარმომადგენლებს ჯეიკ ჯონსსა და ფილიპ ჰანსენს შეხვდა. პარმენ ჯალაღონიამ საერთაშორისო დამკვირვებლებს 2016 წლის 8 ოქტომბრის აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს წინა საარჩევნო პერიოდის შესახებ ბოლო ინფორმაცია მიაწოდა.