აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

საინფორმაციო კამპანია
04 ოქტომბერი 2016

2016 წლის 8 ოქტომბერს აჭარაში, უბანზე მისული ამომრჩეველი 4 სხვადასხვა ფერის ბიულეტენს მიიღებს:

მწვანე და ყვითელი უმაღლესი საბჭოს პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვის;

ცისფერი და ვარდისფერი საქართველოს პარლამენტის პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვის!

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების მიზნით უსკო საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს. მომზადდა სპეციალური ვიდეო-რგოლი და საინფორმაციო ბუკლეტები, რაზეც დატანილია ბიულეტენების ფერები, ასევე აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს უფლება-მოვალეობების მცირე ჩამონათვალი, რისი მიზანიც ამომრჩევლის ინფორმირება და აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნების მნიშვნელობის გაზრდაა.

ამომრჩევლის ინფორმირების მიზნით აღნიშნული საინფორმაციო ბუკლეტები, აჭარის მუნიციპალიტეტებსა და ბათუმში გავრცელდება. დღეს კი უსკოს თანაშრომლებმა საინფორმაციო მასალა ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე გაავრცელეს. 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016