აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

20 სექტემბრის სხდომის შედეგები
20 სექტემბერი 2016

აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის 20 სექტემბრის სხდომაზე, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელეს.
განკარგულების შესაბამისად, თანდართული ნიმუშების მიხედვით დამტკიცდა ზოგიერთი საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმა.
ესენია: პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისთვის ბიულეტენების ფორმა, ასევე ბიულეტენების ბლოკნოტის თავფურცელის ფორმა. საოლქო და საუბნო კომისიებისთვის კენჭისყრის შედეგების, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიისთვის არჩევნების შედეგების სადემონტრაციო ოქმის ფორმები.
კომისიის წევრებმა დღესვე, აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნებისთვის, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის სტატუსით დარეგისტრირებულ „საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრს“ პირადი განცხადების საფუძველზე რეგისტრაცია გაუუქმეს.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016